გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ვეტერანი 106 წლის გახდა

12-09-2020

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ახალქალაქის მკვიდრი, სამსონ ოგანესიანი დღეს 106 წლის გახდა. უხუცეს ვეტერანს, იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა, დავით ფეიქრიშვილმა მიულოცა და მას უწყების სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სამსონ ოგანესიანი, ომში, 1941 წელს, ომის დაწყებისთანავე წავიდა და დასრულებამდე, 1945 წლამდე იბრძოდა, უკრაინის ფრონტზე. სერჟანტი სამსონ ოგანესიანი დიდების ორდენის კავალერია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ სამსონს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამსახურის წარმომადგენლის მილოცვამ ისე გაახარა, სტუმარს მასპინძლობა თავად გაუწია.

საქართველოში, დღეისათვის, მეორე მსოფლიო ომის 300-მდე ვეტერანია, რომელთაგან უხუცესი, სამსონ ოგანესიანი გახლავთ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გულითადად ულოცავს უხუცეს ვეტერანს დაბადების დღეს და დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930