გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

14-09-2020

„ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,ბათუმის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის სახელზე გამოგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 110 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031