გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
მიხეილ სააკაშვილი: პრემიერობას დროებით ვაპირებ, საერთოდ კი ხელისუფლებისკენ და თანამდებობისკენ არ მივისწრაფვი!

14-09-2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის არანაირი თანამდებობისკენ არ მიისწრაფვის.


ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.


"საერთოდ არანაირი თანამდებობისკენ არ მივისწრაფვი ნამდვილად. ამაში სრულიად გულწრფელი ვარ... მე არ მივისწრაფვი ხელისუფლებისკენ. თუ არჩევნების დამთავრებისა და ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ოპოზიცია შეთანხმდება და იპოვნის ვინმეს, ვისაც ჩათვლის, რომ უკეთესი პრემიერი იქნება, ეს შეიძლება მათი გადასაწყვეტი იყოს, მაგრამ დღეს გამარჯვებისთვის აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ბოლომდე ჩართვა.


როდესაც ვიძახი, რომ მე დავთანხმდი პრემიერობაზე, ასე ვთქვი თავიდანვე, რომ ამას მხოლოდ დროებით ვაპირებ. იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად გადავლახავთ ამ უბედურებას, რაშიც გვაქვს საქმე, ამოვალთ კრიზისიდან, ამოვათრევთ ქვეყანას ჭაობიდან და ნამდვილად არ მაქვს არანაირი მისწრაფება, ძალაუფლებისკენ და კაბინეტში წამოსკუპებისკენ"-განაცხადა სააკაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31