გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი აეროპორტისა და ალექსეევკის დასახლებაში მცხოვრებ მოსახელობას შეხვდა

14-09-2020

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარ სუბარი მოსახელობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

დეპუტატობის კანდიდატი აეროპორტის და ალექსეევკის დასახლებაში მცხოვრებ მოსახელობას შეხვდა და პირადად მოისმინა მათი საჭიროებები. შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებას, კანალიზაციას მოწესრიგებას, ქსელური აფთიაქებისა და ბანკების გახსნას ეხებოდა.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ავტობუსების უმეტესი ნაწილი ამორტიზებულია და ითხოვენ მოხდეს მათი ახლით ჩანაცვლება და რაოდენობის გაზრდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აღნიშნული საკითხები დროეულ რეაგირებას საჭიროებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თითოეული საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31