გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: შეგვიძლია, არსებულ ვითარებას მასშტაბური საკარანტინე ღონისძიებების და ბიზნესის დახურვის გარეშე გავუმკლავდეთ

14-09-2020

„მთავრობა იმდენად მომზადებულია, რომ შეგვიძლია, არსებულ ვითარებას და ეპიდემიას სრულად გავუმკლავდეთ, მასშტაბური საკარანტინე ღონისძიებების გარეშე, ბიზნესების დახურვის გარეშე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკვე გადავედით ადაპტირების ეტაპზე, რომ, მიუხედავად პანდემიისა, გაგრძელდეს ჩვეულებრივი, მეტნაკლებად ნორმალური ცხოვრების რეჟიმი, კომპანიები არ გაჩერდნენ, ბიზნესმა შექმნას დოვლათი და საჯარო სტრუქტურებმა იმუშაონ შეფერხების გარეშე.

„ამ ადაპტირების პროცესში ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ვირუსის წერტილოვან ლოკალიზაციაზე და გვაქვს უკვე ისეთი შემთხვევები, როდესაც, ამა თუ იმ ორგანიზაციის თანამშრომლებს გამოუვლინდა ვირუსი, მაგრამ ამან არ შეაფერხა მათი მუშაობა, რადგან ძალიან დროულად, ყველა პროტოკოლის დაცვით მოხდა შემთხვევების გამოვლენა, უახლოესი კონტაქტების ლოკალიზება“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930