გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

16-09-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და ამ დროისთვის გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 410 409 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია რომ ასფალტის საფარი აქ პირველად იგება, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031