გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ლადო ბედუკაძე: ციხის კადრებს ახალაიას დავალებით ვიღებდი, ფირები კი სააკაშვილთან თავად მიჰქონდა

23-09-2020

პენიტენციური სისტემის ყოფილი თანამშრომლის, ე.წ. ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ლადო ბედუკაძის განცხადებით, ამ შემზარავ ვიდეოებს ის ციხის უფროსის მითითებით იღებდა, ხოლო დავალება ახალაიასგან მოდიოდა.


ამის შესახებ ბედუკაძემ გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


"მე ამ ვიდეოებს ფარული და ღია მეთოდებით ვიღებდი ციხის დირექტორის მითითებით. დავალება მოდიოდა ახალაიასგან, კადრები კი მიდიოდა ზემოთ, ამაზე ისინი ხალისობდნენ, ხოლო ქვედა რგოლები ამით უფროსობასთან თავს იწონებდნენ.


ეს ფირები მიდიოდა როგორც ახალაიასთან, ასევე სააკაშვილთან. მეტიც, ამ კადრებს ახალაია თავად აჩვენებდა და იმის დემონსტრირებას ახდენდა, როგორი მაგარი ბიჭია" - განაცხადა ბედუკაძემ.


შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციხის სკანდალური ფირები 2013 წლის 18 სექტემბერს გასაჯაროვდ და მან ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოცილებოდა.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31