გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს

23-09-2020

„მსგავსი სამხედრო წვრთნები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, რაც ასახულია გაეროს ქარტიაში, ჰელსინკის საბოლოო აქტსა და პარიზის ქარტიაში.“ - ნათქვამია ეუთო-ში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს - „კავკასია 2020“ - ეხება.

ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

დღეს, ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე წევრი ქვეყნების დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“; საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ასევე აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031