გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიციის გაერთიანებას მომავალი არ უწერია

23-09-2020

„ისინი არიან სიძულვილით გაერთიანებული ადამიანები. თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაყოფა მოხდა, მაგრამ წინა არჩევნების დროს ყველამ ნახა, როგორ მოხდა მათი ერთად შეკვრა.

ეს ადამიანები არ იცვლებიან“, - განაცხადა ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა კიდევ სხვა პარტიები დაემატნენ, თუმცა მათი მომავალი ერთადერთია.

„მათ გაერთიანებას მომავალი არ უწერია. როცა შენ არა გამარჯვებაზე და განვითარებაზე აკეთებ აქცენტს, არამედ მხოლოდ სიძულვილზე და ვინმეს ნებისმიერი მეთოდით დამარცხებაზე, ასეთ გაერთიანებას მომავალი არ აქვს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930