გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იმატა

25-09-2020

მიმდინარე წლის 24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 832 ტონით აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (990.5 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (59.9 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (3.6 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,10 ტონა). ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031