გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტოლტენბერგი გახარიას: დიდი მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ

29-09-2020

დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები საქართველოსი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება, ეს მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის ასევე ნატოსთვის. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. საქართველოს პარტნიორობა ყველასთვის, ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია. დიდი მადლობა ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031