გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი მეშველიანი: ჩვენს მულტიეთნიკურ საზოგადოებაში იაფფასიანი პროვოკაციებით ბზარის გაჩენას ვერ შეძლებენ

30-09-2020

“ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვედა.

შეხვედრისას მმართველი გუნდის კანდიდატმა, მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, 27 სექტემბერს სოფელ ნახიდურში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ისაუბრა.
მეშველიანის თქმით, ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ოპონენტები გამიზნული პროვოკაციებით ცდილობენ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ იაფფასიანი პროვოკაციებით ვერ შეძლებენ ჩვენს მულტიეთნიკურ საზოგადოებაში ბზარის გაჩენას და იმ მეგობრობის დარღვევას, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031