გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს ''მაგისტრს'' შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2-10-2020

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. ''მაგისტრს''შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, შპს. ''მაგისტრი '' გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპანიაში არსებული რესურსის გათვალისწინებით, დაასაქმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, კი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შპს. ,,მაგისტრს“ მიაწოდებს ინფორმაციას, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, დასაქმების მსურველი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ.

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და შპს. ''მაგისტრის'' იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით გელბახიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031