გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი საზოგადოებების - "ბაღის კიდეს", "ქუთაისელის“ და "ძველი ქუთაისელის“ წარმომადგენლებს შეხვდა

4-10-2020

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრის ეზოში განთავსებულ ამფითეატრში საზოგადოებების - "ბაღის კიდე“, "ქუთაისელი“, "ძველი ქუთაისელი“ წარმომადგენლებს შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, შეხვედრაზე ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი მოსაზრება მოისმინა.

"ამ ადამიანებმა კარგად იციან ჩვენი ქალაქის ისტორია, ურთიერთობების ფასი და ღირსეული ქუთაისელობის მნიშვნელობა. მათგან ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი მოსაზრება მოვისმინე. ვისაუბრეთ არა მარტო ქალაქის სასიკეთოდ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე, არამედ იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და რისი მოგვარებაც აუცილებელია ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ამ ქალაქის წარმატებებზე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930