გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს მომავალი პრემიერი შესაძლოა აზერბაიჯანელი იყოს

5-10-2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად ძებნილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახლოს არის დრო, რომ საქართველოს მთავრობაში აზერბაიჯანელი მინისტრები, სახელმწიფო მეთაური ან ეთნიკურად აზერბაიჯანელი პრემიერ-მინისტრი დაინიშნოს.


ეს განცხადება სააკაშვილმა აზერბაიჯანულ გამოცემა "ვესტი. აზ"-თან ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში გააკეთა.


მიხეილ სააკაშვილი დაეთანხმა აზერბაიჯანელი კორესპონდენტის კითხვას იმის შესახებ, რომ "საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შესაშური არაფერი აქვთ" და განაცხადა:


"დიახ, გეთანხმებით. საქართველოში აზერბაიჯანელების პრობლემები ძლიერმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოში აზერბაიჯანელებმა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნონ თავი.


ვფიქრობ, ჩვენ ახლოს ვართ იმ დროსთან, რომ საქართველოში იქნებიან აზერბაიჯანელი მინისტრები, და შესაძლოა, აზერბაიჯანელი სახელმწიფო მეთაური ან პრემიერ-მინისტრი" - განაცხადა სააკაშვილმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930