გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში, პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

6-10-2020

თბილისის 21- ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლე წვეულებაზე დაინფიცირდა, სადაც პირველკლასელი შაბათს იმყოფებოდა. დირექტორის თქმით, ბავშვს არანაირი სიმპტომი არ უფიქსირდება.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, დაინფიცირებული პრველკლასელის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა მხოლოდ იმ ჯგუფში, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა, სხვა კლასებსა და ჯგუფებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„ბავშვს კოვიდინფიცირებულ მშობელთან ჰქონდა კონტაქტი და შემოწმების შემდეგ, მასაც დაუდასტურდა კორონავირუსი. ის სკოლაში 2 დღე იმყოფებოდა, ამიტომ საჭირო გახდა კლასის თვითიზოლაციაში, ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა“, - განუცხადა ტელეკომპანიას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031