გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და წლის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

7-10-2020

საქართველოს რკინიგზამ სხვადასხვა ნომინაციაში 74-მდე გამარჯვებული თანამშრომელი გამოავლინა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტის ხელმძღვანელმა პირებმა გამარჯვებულებს სხვადასხვა ტიპის ჯილდოები პირადად გადასცეს.

პანდემიის გამო, რკინიგზელთა დღისმასშტაბური აღნიშვნა ვერ მოხერხდა, თუმცა კომპანიამ ტრადიცია არ დაარღვია და მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები პროფესიულ დღეს დააჯილდოვა.

საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. გამარჯვებულებს სამკერდე ნიშნები და ფულადი პრემიები გადაეცათ. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ თანამშრომლებს ჯილდოები თბილისში, ხაშურსა და სამტრედიაში გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031