გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: წარმოუდგენელია, ობიექტურად აფასებდე ფაქტებს და არ გაგიხარდეს ასეთი ძალიან კარგი ამბის გაგება

7-10-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემას ეხმაურება:

„წარმოუდგენელია, ობიექტურად აფასებდე ფაქტებს და არ გაგიხარდეს ასეთი ძალიან კარგი ამბის გაგება. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა თბილისს უსასყიდლოდ გადასცა მათ მიერ 52 მილიონ დოლარად შეძენილი იპოდრომის ტერიტორია. ამ ფართობზე, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, მოეწყობა ახალი რეკრეაციული ზონა - ცენტრალური პარკი, რომლის კეთილმოწყობაზეც დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. „გაგიკვირდებათ“ და რიგმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა კვლავ შეძლეს ამ ფაქტის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა.

პარადოქსია, რომ ამ ქველმოქმედების დისკრედიტაციას განსაკუთრებით სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მაშინ, როდესაც მათმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი მოიპარა, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა 52 მილიონ დოლარად შეძენილი ქონება აჩუქა ხალხს და კიდევ 200 მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს. ფაქტი ერთია, ბიძინა ივანიშვილი არ იღლება ქველმოქმედებით” - აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930