გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

7-10-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მისიის დაწყება მიულოცა და ევროსაბჭოს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატება covid-19-თან ბრძოლის მართვის კუთხით, ასევე ხაზი გაუსვა პანდემიის მიუხედავად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას. შეხვედრაზე აღინიშნა ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე, ამ მხრივ, რეფორმების გაგრძელებისა და ევროსაბჭოს შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობა. პრემიერმა ხაზი გაუსვა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031