გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ეუთო-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

7-10-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთო-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა.

შეხვედრაზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა არჩევნების დემოკრატიულ სამართლიან, და გამჭვირვალე გარემოში წარმართვის მნიშვნელობას. ასევე, შეთანხმდნენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ODIHR-ის მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია გაგრძელდება.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა საარჩევნო პროცესში და აღნიშნა, რომ პანდემიის გათვალისწინებით მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930