გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნოდარ ტურძელაძე ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა

9-10-2020

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე შალვა ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ვაკის რაიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ისაუბრეს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„გავცვალეთ აზრები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ადგილზე გავეცანით იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს აღნიშნულ ტერიტორიაზე და რომელთაც ერთად გადავჭრით ჩემი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ორმხრივი კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია და ასეთი ტიპის ურთიერთობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“ – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031