გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი:მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები ქალაქის განვითარებაში მათი ჩართულობისპროცესის დასაწყისია

9-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების პრინციპით საარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის - ქანთარიას, ქუთათელის, ასათიანის მე-5 ჩიხისა და ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.

"ეს შეხვედრები საშუალებას მაძლევს უშუალოდ ვესაუბრო მოქალაქეებს, გავაცნო ჩემი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები, ავუხსნა და განვუმარტო რა გაკეთდა, ამჟამად რა კეთდება და სამომავლოდ რა გვაქვს დაგეგმილი. ადამიანები ისედაც სხვადასხვა სატელევიზიო არხების გავლენის ქვეშ ექცევიან. ინდივიდუალური შეხვედრები კი ნიშნავს მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია. ეს არის შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა ამომრჩეველთან. ეს არის ქალაქის განვითარებაში მათი ჩართულობის პროცესის დასაწყისი“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031