გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაღების სააგენტო 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღისთვის ინვენტარს შეისყიდის

16-04-2018

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 10 მშენებარე ბაგა-ბაღის ინვენტარის შესასყიდად ტენდერს აცხადებს. შესაძენ ინვენტარს შორისაა ავეჯი, სამზარეულოს დანადგარები, საოჯახო ელექტროტექნიკა, ჭურჭელი და სხვა საჭირო ნივთები.


დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები თითქმის ყველა ობიექტზე დასრულებულია. ამჟამად შიდა სარემონტო სამუშაოები და ტერიტორიების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.


ახალი ბაღები წელს საბურთალოს, გლდანის, ვაკის, ნაძალადევის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებს შეემატება, რითაც, დამატებით, 3500-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება გახდება შესაძლებელი.


მსჯელობა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შედგა

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930