გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდნენ

15-10-2020

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
როგორც, რესან კონცელიძემ აღნიშნა, შეხვედრა ამომრჩევლებთან განსაკუთრებულად საინტერესო და ემოციური იყო და ის ბათუმის ისტორიულ უბანში, ძველ ბათუმში გაიმართა. მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, მისი ერთ-ერთი უპირველესი გზავნილი ამ უბნის მოსახლეობასთან, სწორედ ქალაქის ძველი, კოლორიტული იერსახის შენარჩუნებაა.
„სწორედ ეს არის ჩემი გზავნილი ამომრჩევლისადმი, სწორედ ამ სათქმელით მოვედი დღეს, ჩვენი ქალაქის კარიბჭესთან - ძველ ბათუმში. ქალაქის ამ ნაწილის მოსახლეობასთან საოცრად თბილმა შეხვედრამ კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი მიზნებისა და გეგმების უდიდესი შემადგენელი სწორედ ბათუმელები და მათი თანადგომაა“, - აღნიშნა რესან კონცელიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930