გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნება

15-10-2020

19 რიცხვიდან, აჭარაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საქალქათაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარაში, სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე, როგორც რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვები გაგრძელდება.
„აჭარაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვირუსის გავრცლების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველაფერთან ერთად, რომ 19 რიცხვიდან, აჭარაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საქალქათაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება.
გარდა ამისა, აჭარაში, სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე, როგორც რესტორნების და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვები გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031