გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მარქსის ქუჩა N12” ევროპული კინოდაჯილდოვების კანდიდატია

28-10-2020

ქართველი რეჟისორის, ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მარქსის ქუჩა N12” 2020 წლის ევროპულ კინოდაჯილდოვებაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიის კანდიდატია.
ევროპულმა კინოაკადემიამ კანდიდატთა სია გამოაქვეყნა, რომელიც 24 ფილმის ჩამონათვალისაგან შედგება.

დაჯილდოებაზე თითოეული ფილმი კანდიდატად ევროპის სხვადასხვა კინოფესტივალმა წარადგინა, როგორებიც არის ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, კლერმონ ფერანისა და როტერდამის კინოფესტივალები. ირინე ჟორდანიიას ფილმზე არჩევანი ტალინის მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა PÖFF Shorts შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ წაროდგენილი 24 კანდიდატიდან, ევროპული კინოდაჯილდოვების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიის ნომინანტი მხოლოდ 5 ფილმი გახდება. კინოაკადემიის 3800 წევრი ხმის მიცემის საშუალებით საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს. დაჯილოდების ცერემონია რეიკიავიკში, 12 დეკემბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ,რომ ევროპული კინოდაჯილდოვების ცერემონია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინომოვლენაა, რომელიც ყოველ წელს ტარდება. მსოფლიო კინოს ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან, ევროპული ტელევიზიები კი კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრის გამოვლენის მიმდინარეობას მაყურებელს პირდაპირი ეთერის საშუალებით გადასცემენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031