გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: განვიხილავთ გაზიფიცირების შემდგომ 3 წლიანი გეგმას, რომლის დასრულების შემდგომ, საქართველოს ექნება გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში

29-10-2020

დღეს, ჩვენ, მთავრობაზე განვიხილავთ გაზიფიცირების პროგრამის შემდგომ გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ განიხილება გაზიფიცირების შემდგომი 3 წლიანი გეგმა, რომელიც 2022-2024 წლებს შეეხება.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 წლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც 2021 წელს სრულდება. ჩვენ, რეგიონებში ბევრი ვიზიტების შემდგომ ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, განვიხილოთ გაზიფიცირების შემდგომი 3 წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის გაზიფიცირება, ამ გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაზიფიცირების. ეს იქნება დაახლოებთ 90 პროცენტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031