გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ავსტრიასა და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში სოლიდარობას უცხადებს

3-11-2020

სოლიდარობის ნიშნად გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„საქართველო მტკიცედ გმობს ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს. თანავუგრძნობთ ამ შემზარავი ქმედების მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სოლიდარობის ნიშნად გვერდით ვუდგავართ ავსტრიას და მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930