გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ არჩევნები გააყალბა, ფეიკია

5-11-2020

დღეს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის გენერალურმა დირექტორმა იკადრა და სოციალურ ქსელში გაავრცელა ფეიკი იმის შესახებ, რომ თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ნიკა გვარამიამ დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან კობახიძეს მსგავსი რამ არც უთქვამს.

„მსგავსი არ ყოფილა და მსგავსი კი არ ყოფილა, მიმსგავსებული განცხადებაც, რომლიდანაც შეიძლებოდა ეს გვეგულისხმა, ასეთი განცხადებაც კი არ გაკეთებულა. ამიტომ უდიდესი სიბუნძურეა, როდესაც საზოგადოებას ატყუებ მარტივი ფეიკებით, ოღონდ საღამომდე შეიძლება ვიღაცას დააჯერო და ხვალ რა იქნება, იმას აღარ ფიქრობ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930