გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა საბანაძე: კანონით, როცა გადაუდებელი აუცილებლობაა, პოლიციას აქვს უფლება - გამოიყენოს ჭავლი

8-11-2020

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის წინ სამართალდამცველთა მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენების კანონიერებას გაუსვა ხაზი. კახა საბანაძემ აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ძალადობამ შეიძლება პოლიციელთა ან სხვა პირების სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე, პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს ჭავლი.

"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა და როცა შესაძლებელია ძალადობამ გამოიწვიოს პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან სხვა მძიმე შედეგი, პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს ჭავლი, მათ შორის სპეციალური საშუალება", - განაცხადა კახა საბანაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930