გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

11-11-2020

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.

კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საახალწლო ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930