გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე: ჩვენი საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის გამოცდილება გვაძლევს რწმენას, რომ ღირსეულად გავუმკლავდებით ამ გამოწვევასაც და უზრუნველვყოფთ უნიკალური იდენტობის შენარჩუნებას

16-11-2020

დღეს მსოფლიოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, ერთ-ერთი გამორჩეული დღეა მთელი კაცობრიობისთვის, რომელიც განსაკუთრებით გვახსენებს რომ რასის, რელიგიური აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულებების, გენდერული თუ სხვა სახის განსხვავებულობის მიუხედავად, ყველას ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური ფასეულობები გვაერთიანებს და ამ ფასეულობების იგნორირებით, ადამიანები ვურთულებთ ერთმანეთს არსებობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უერთდება მსოფლიო თანამეგობრობის მცდელობას, რომ ყოველი ჩვენთაგანის განსხვავებულობა ვაქციოთ ერთიანი საზოგადოების ძლიერ მხარედ და არა გამყოფ ფაქტორად. ჩვენი საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის გამოცდილება, გვაძლევს რწმენას, რომ ღირსეულად გავუმკლავდებით ამ გამოწვევასაც და უზრუნველვყოფთ უნიკალური იდენტობის შენარჩუნებას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31