გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

19-11-2020

გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება. სამუშაოების გამო, 21 ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობის სქემადროებით შეიცვლება.

კერძო ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ, როგორც ვეკუას, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩების მეშვეობით, ასევე, პირველ მიკრორაიონში, ბოჭორიშვილისა და ნანეიშვილის ქუჩებს შორის არსებული ქუჩით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, მიკროავტობუსი N210 გადაადგილდება კეცხოველის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31