გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები ხორციელდება

2-12-2020

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ფონდი „ქართუს’’ ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ეკლესიის შიდა სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს.

პეტრას ციხე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 200 000 ლარია. ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი.

სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შშმ პირებისთვის 6 ლიფტის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031