გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რომ პრეზიდენტობის ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა

21-04-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ საპრეზიდენტო არჩევნებზე ღირსეული კანდიდატი ეყოლება.


ამის შესახებ პრმიერმა ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.


„შემოდგომაზე გველის მნიშვნელოვანი არჩევნები. ჩვენ ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 6 წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და სწორედ ჩვენი პარტიის ხმა იყოს ამ არჩევნებში წარმატებების განმაპირობებელი“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031