გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატო-ს დღეების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ბათუმის ეწვევა

23-04-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმს ეწვევა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ნატოს დღეების ფარგლებში, ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრებს. მინისტრი, ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს მიმოიხილავს. ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართვლოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და პრიორიტეტებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხალვაში და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.

ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1-ელ მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031