გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად გონაძემ სტრასბურგში ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა

22-04-2018

საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში გახსნილი ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა.


აღსანიშნავია, რომ სკოლა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობობაში იფუნქციონირებს. სკოლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით აღიჭურვა, მოეწყო სასწავლო კლასი, მიეწოდა შესაბამისი საგანმანათლებო და შემეცნებითი ლიტერატურა. საკვირაო სკოლის ფარგლებში სხვა აქტივობებთან ერთად დაგეგმილია კულტურული ღონისძიებების გამართვა საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის. საკვირაო სკოლაში 80-მდე ბავშვია დარეგისტრირებული, რომელთაც ჩაუტარდებათ გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში და ხელოვნებაში. აღსანიშნავია რომ სტრასბურგში საკვირაო სკოლის დაფუძნება ასევე შესაძლებელი გახდა დიასპორასთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის ხელშეწყობით.


ვიზიტის ფარგლებში ზვიად გონაძემ ასევე პატივი მიაგო ქართული წარმოშობის მეცნიერის, ქ.სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის მიშელ მუსხელის (1903-1964) ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გამოჩენილი მეცნიერის საფლავი. აღსანიშნავია, რომ მიშელ მუსხელი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ერთიანი ევროპის იდეას ჩაუყარა საფუძველი. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგელობის ძალისხმევით მოძიებულ იქნა მიხეილ მუსხელის საფლავი, ასევე მისი ნაშრომები, საარქივო მასალა, რომელსაც ფართო საზოგადოებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 მაისს ევროპის საბჭოს სათაო ოფისში სპეციალური გამოფენის ფარგლებში წარუდგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930