გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

22-04-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.


შეხვედრა ხუთ სხვადასხვა ჩასახლებაში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მოისმინა მათი სოციალური პრობლემები. შეხვედრაზე იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამების ფარგლებში და ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით.


შეხვედრზე დევნილებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ერთჯერადი მატერიალური და ფულადი დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი აფინანსებს და რომელთა სარგებლობაც დევნილებს შეუძლიათ.


დევნილებთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031