გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები, რა დროსაც დავაკავეთ

18-12-2020

„ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები, რა დროსაც დავაკავეთ“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ღიად ვერ ისაუბრებს.

„ვმუშაობთ. მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც მას ეხმარებოდა და გადაჰქონდა ტვირთი, რომელშიც აკრძალული ნივთები იყო. გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ბოდიშს გიხდით“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930