გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმსა და ოზურგეთში დღეს „ქართული ოცნების“ კონფერენციები გაიმართება

23-04-2018

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები დღეს, 23 აპრილს ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართება, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.


კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ბათუმში კონფერენცია 12:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ოზურგეთში კი 14:00საათზე ურეკის კულტურის სახლში გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31