გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მანქანა, რომელიც უკრაინელ დეპუტატს მოპარეს, საქართელოში იპოვეს

23-04-2018

საქართველოში, უკრაინის მმართველი პარტიის დეპუტატის ოქსანა პროდანის ავტომობილი იპოვეს, რომელიც მას 2016 წელს მოპარეს.

ამის შესახებ დეპუტატმა „ფაისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.


„გახსოვთ, რომ 2016 წლის დეკემბერში მანქანა მომპარეს? ის იპოვეს! საქართველოში. უკრაინაში ავტომობილის დაბრუნების რთული გზა გამოვიარეთ“,-დაწერა უკრაინელმა დეპუტატმა.


ოქსანა პროდანი უკრაინელ და ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდის.


„მადლობა ჩვენს ზოგიერთ სამართალდამცველს, რომლებიც მანქანის დაბრუნებაში დამეხმარნენ. ყველა ეტაპზე, ყველა რანგის ქართველის მადლიერი ვარ, რადგან არა მარტო იპოვეს და შეინახეს ავტომობილი, არამედ მის დაბრუნებაში მაქსიმალურად მეხმარებოდნენ“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930