გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
გია ბარამიძე: ბრძანება რომ ყოფილიყო აფრასიძეების ამოხოცვა არ გაგვიჭირდებოდა

29-12-2020

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გია ბარამიძის განცხადებით, ეცერის ცნობილი სპეცოპერაციის დროს საპოლიციო ძალებს ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან პირველებმა ცეცხლი აფრასიძეებმა გაუხსნეს.


მისივე თქმით, აფრასიძეები ცნობილი კრიმინალები იყვნენ.


"ყველამ კარგად იცის ვინ იყვნენ აფრასიძეები, რამდენი მკვლელობა, გატაცება და ყაჩაღობა ჰქონდათ ჩადენილი მესტიაში.


მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი პირველებმა გაუხსნეს. ვერტმფრენები მიწაზეც არ იყო დაშვებული სროლა რომ ატეხეს. ბუნებრივია პოლიციამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება - მას, ვინც პოლიციელს ესვრის, ცეცხლი უკან უნდა დაუბრუნოს.


სამი ადამიანი ცოცხლად იქნა აყვანილი და გასამართლებული სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე. სამწუხაროდ, ორი ეჭვმიტანილი დაიღუპა. არავის არ ჰქონია ვინმეს ჟინი და რაიმე წინასწარგანწყობა. ფაქტები სახეზეა, აფრასიძეების დახოცვის ბრძანება რომ ყოფილიყო, არც ის სამი ადამიანი გადარჩებოდა. იქ ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და არ გაუჭირდებოდათ ყველას ამოხოცვა. ეს ძალები იმიტომ იყო მობილიზებული, რომ არც პოლიციელები დაშავებულიყვნენ და არც მოქალაქეები" - განუცხადა ბარამიძემ გაზეთ "რეზონანსს".


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728