გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: შეზღუდვების შემსუბუქება, იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია პირველი თებერვლიდან განვიხილოთ

29-12-2020

შეზღუდვების შემსუბუქება, იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში იყოს მდგრადი, შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უფრო ადრე შეზღუდვების შემსუბუქება რისკის ქვეშ აყენებს არსებულ მიღწევებს.

„რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში შედარებითი პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს რაც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031