გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი შეუჩერა

9-01-2021

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა, ქართველ პრიმა-ბალერინას, ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი შეუჩერა.

თეატრის ხელმძღვანელობამ აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილმა მიიღო მიწვევა, რათა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო ჯგუფს უხელმძღვანელოს.

თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის გახმაურება კოლექტივის წინაშე მის ოფიციალურ წარდგენამდე, თეატრის დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოხატულებაა.
ამიტომ, ჩვენ იძულებული გავხდით, შევაჩეროთ კონტრაქტის მოქმედება, მანამ, სანამ საზოგადოებრივ სივრცეში აღნიშნული ინფორმაციის გახმაურების ყველა გარემოება არ გაირკვევა.

საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში, მაშინ, როცა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ვლადიმერ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება" - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: NEWSPRESS.GE

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31