12-01-2021
„ინტრიგას ეძებენ იმაში, რომ ქველმოქმედმა თავისი ქონების და აქტივების დიდი ნაწილი გადასცა საქველმოქმედო ფონდს, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას ინტრიგებით სავსე ტომარა დააქვს ზურგით - მედიას პროკურორ-პროდუსერით მართავენ, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებით იყენებს; წაგებული პოლიტიკოსები, არჩევნებში გასულ ოპოზიციონერებს მანდატებს ართმევენ; არჩევნების პროფესიონალი გამყალბებლები თავისუფალ არჩევნებზე გვესაუბრებიან და ასე შემდეგ” - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის მიერ აქტივების საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემის თაობაზე.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადებები უბრალოდ სიმდაბლეა - „მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ქველმოქმედებაში 3 მილიარდი აქვს დახარჯული და როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ამასთან დაკავშირებით ძალიან ადრე, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, ისაუბრა და თქვა, რომ გეგმავს საქველმოქმედო ფონდს გადასცეს საკუთარი აქტივები”.
13-05-2026
23-06-2026
26-06-2026
| « ივლისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||