გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

18-01-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031