გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

22-01-2021

თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლზე.

შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები. პარალელურად, დაიწყო დამატებითი ცოცხალი ძალის და ტექნიკის მობილიზება. ბააზოვის ქუჩაზე სულ გამოცხადდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

უწყების ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის კი, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ მიიღო ხელის მსუბუქი დამწვრობა.

ბააზოვის ქუჩაზე იმყოფებოდა და ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031