გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით რეგიონში პირველია

25-04-2018

საერთაშოროსო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო რეგიონში ლიდერია

კვლევის თანახმად, ქვეყანა სამი საფეხურით დაწინაურდა. საქართველო 61-ე პოზიციაზეა.


კვლევის მიხედვით, სომხეთი მე-80 ადგილზეა, რუსეთი -148-ე, თურქეთი - 157-ე, აზერბაიჯანი 163-ე.


რეიტინგის სათავეში არიან: გერმანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ბელგია, ავსტრალია, ნიდერლანდები, ისლანდია და პორტუგალია.


პრესის თავისუფლების მხრივ, ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ეგვიპტეში, სირიაში, ლიბიაში, ჩინეთსა და სომალიში.


როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში პრესა პლურალისტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი არ არის.


კვლევაში „რუსთავი 2“-იც არის ნახსენები და წერია, რომ ტელევიზიის მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის შედეგს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.


ავტორები ყურადღებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ამახვილებენ.

digest

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031