გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს მიუახლოვდა, თუმცა მაინც დიდი ციფრია

28-01-2021

როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. როგორც ჩანს დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევიმუშავეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე, როგორც ზაფხულში გავაკეთეთ - ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს პირველ რიგში ეხება თბილისს, ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში, ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს ორი თვის ერთობლივი შრომის შედეგად. რაც მთავარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ მანამ, სანამ ეტაპობრივად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი უკვე რამდენიმე დღეა ხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანი გახლავთ ის, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია დაცული. ორი, სამი, ოთხი ან ხუთი ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში არანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად უფრო პასუხისმგებლიანად და გონივრულად უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე, რაც ქვეყნისთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს.

„დღეს მთავრობის ფორმატში აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს - როგორ უნდა მოვახერხოთ რაც შეიძლება სწრაფად, უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად ეკონომიკის გახსნა.

ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ, მაშინ, როდესაც ნოემბრის ბოლოს შეზღუდვები დავაწესეთ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში იყო უაღრესად მაღალი, ზოგ ქალაქებში 30%-ს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე. ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31