გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში და არა რევოლუციებით და ამბოხებით ქვეყანა უკან დავხიოთ

29-01-2021

„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც მოიტანა მშვიდობა, ევოლუციური განვითარება და პროგრესი - ჩვენი მიზანია, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში და არა რევოლუციებით და ამბოხებით ათეული წლებით უკან გადავაგდოთ ქვეყანა“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის გეგმების შეფასებას ეხებოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციაში არის ძალიან მკვეთრად გამოხატული, რადიკალური, დესტრუქციული დაჯგუფება, რომლის გზაც არ არის ევოლუციური, არ არის არჩევნები და ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა.

„ეს გზა მათთვის არის იმედი, რომ მიეცემათ საშუალება, სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რაც პანდემიით და ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი და დავუშვათ, მოუწოდონ მოქალაქეებს ამბოხისკენ, ქუჩის აქციების გზისკენ. ნებისმიერი რევოლუცია, ამბოხი, დესტაბილიზაცია ამ მძიმე ვითარებაში იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ეკონომიკისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის და არაერთხელ აღინიშნა მთავრობის მხრიდან, რომ ჩვენ ამას, უბრალოდ, არ დავუშვებთ - მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ჩვენი იმედი ამ ნაწილშიც, რომ მშვიდობიანი, ევოლუციური გზიდან არავითარი გადახვევა არ იქნება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31